Thursday, April 26, 2012

            ტარდიციები საქართველოში                                                    ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.    კავკასიას, კერძოდ საქართველოს, თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან. საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი.) ამ კონტაქტების შედეგად ქართველმა ხალხმა აითვისა და შემოქმედებითად გაითავისა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ცივილიზაციათა მიღწევები. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი კულტურა, კერძოდ ტანსაცმელი. საერთო კავკასიურ ტრადიციებთან ერთად ამ ფართო კავშირების კვალსაც ატარებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ა.შ.
     მე–19 საუკუნის მე-2 ნახევარში ქართული ტანსაცმლის მრავალი სახის ცალკეული ელემენტების მიხედვით ქართლ-კახეთში ჩამოყალიბდა ერთიანი ეროვნული ტანსაცმელი, რომელიც თავადაპირველად გავრცელდა მთელ საქართველოს ბარში და შემდგომ კი – მთაში.
       ქართველი მამაკაცის ეროვნული კოსტუმის – “ჩოხა-ახალუხის” კომპლექსში შედიოდა: პერანგი, ქვედა საცვალი, ახალუხი, ჩოხა, შარვალი, ქუდი და სარტყელი. ამ კოსტუმის აუცილებელ ელემენტს შეადგენდა ქამარ-ხანჯალი.
        ისტორიული კედლის მხატვრობის მიხედვით ჩოხა ძირითადად იყო ერთი გრძელი (კანჭებამდე) და წელში გადაკერებული, მეორე კი – მოკლე (მუხლებამდე) და მთლიანი. ჩოხა წელში გაწყობილი იყო, კალთები კი განიერი ჰქონდა, სახელოები ვიწრო, მაჯები – მოჭერილი. გრძელი კაბა უსაყელო იყო, მოკლეს კი პატარა საყელო ჰქონდა, ისიც წინიდან. საერთოდ, ქართულ ტანსაცმელს არ ახასიათებდა მაღალი საყელო. ძველი ქართული ჩოხა არა მარტო თავისი თარგით, არამედ მეტად თავისებური შემკულობითაც (ოქრომკედით, ძვირფასი ბეწვით და ა. შ) გამოირჩეოდა.
  XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელდა ჩერქეზული ტიპის თარგით შეკერილი ჩოხა-ახალუხი, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. აღმოსავლეთ საქართველოში ჩერქეზული ტიპის ჩოხა-ახალუხი იმერეთიდან გავრცელდა. ძველად იმერეთისთვის დამახასიათებელი იყო მოკლე ჩოხა. ამასთან დაკავშირებით რაფიელ ერისთავი წერდა – „იმერლები ახალუხს ზემოთ მოკლე ჩოხებს ატარებდნენ, წვივებზე შალის პაიჭებს, რომლებსაც ლეკვერთხებით იკრავდნენ, თავზე სარჩულდადებული ფაფანაკი ეხურათ“. ზოგჯერ იმერეთში გვხდება ჩერქეზული ტიპის სამოსი, ნაბადი და ყაბალახი, მაგრამ მათ ეს ჩერქეზებისა ან აფხაზებისაგან აქვთ გადმოღებული. ჩერქეზული ტიპის ჩოხის იმერეთში გავრცელების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.     რაც შეეხება გრძელ ჩოხას, ის ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში) გავრცელებული სამოსი იყო. გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს.

მე–19 საუკუნის ბოლოს და მე–20 საუკუნის დასაწყისისათვის უკვე არსებობდა ჩოხის სამი ძირითადი ტიპი:

1 . ხევსურული ჩოხა (ტალავარი) – მოკლე, უღილკილო, აზღოტებისგან. ტრაპეციული დეტალებისგან შედგენილი, გულმკერდზე სხვადასხვა ორნამენტული ნაქარგით, მათ შორის ჯვრებით.

2. ქართლ–კახური ჩოხა – ხევსურულ ჩოხაზე გრძელი, მუხლებს ჩამოცილებული, მკერდზე ამოჭრილი სამკუთხა ფორმით, ახალუხის გამოსაჩენად. მას ძირითადად უსარტყლოდ, სახელოებს კი ხშირად ზემოთ აკეცილს ატარებდნენ.

3. ზოგადი კავკასიური ტიპის ჩოხა (რუსულად „ჩერქეზკა“) – ქართლ-კახურისგან განსხვავებით ტანზე მჭიდროდ შეკერილი, გამოკვეთდა მამაკაცის მხარბეჭს და წელს. მკერდის ორივე მხარეს სამასრეები ჰქონდა. მასრების თავზე ზოგჯერ ვერცხლის ძეწკვს აბამდნენ, რომლითაც ავშეყრით ბეჭზე იმაგრებდნენ. ამ ტიპის ჩოხაზე ერტყათ ტყავის, აბზინდიანი ქამარი, რომელიც ვერცხლის დეტალებით მდიდრულად იყო შემკული.

რაც შეეხება თვითონ ტერმინს „ჩოხა“, ეთნოგრაფიული მონაცემებით როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ჩასაცმელს, ხშირად კი ქსოვილსაც (შალს) უწოდებდნენ. სულხან-საბას ეს სიტყვა განმარტებული აქვს, როგორც მატყლის სამოსელი. ჩოხა სამოსელის მნიშვნელობით გვხვდება ქართულ ისტორიულ წყაროებშიც. სპეციალისტთა აზრით, ეს ტერმინი ქართულში VIII-X საუკუნეებში უნდა შემოსულიყო.
  საქართველოში ჩოხა ხმარებიდან ამოვიდა მე–20 საუკუნის 20–იანი წლების შემდეგ.

    ჩოხა ყოველთვის სიძლიერის, სიმამაცის, პატრიოტიზმის სიმბოლოდ ითვლებოდა.
       http://samepo.ge/?p=564

No comments:

Post a Comment