Thursday, April 26, 2012

      ერთ-ერთი ქართული ტრადიციული სამოსია ჩოხა, რომელსაც დგესაც არ დაუკარგავს პოპულარობა. მე–19 საუკუნის მე-2 ნახევარში ქართული ტანსაცმლის მრავალი სახის ცალკეული ელემენტების მიხედვით ქართლ-კახეთში ჩამოყალიბდა ერთიანი ეროვნული ტანსაცმელი, რომელიც თავადაპირველად გავრცელდა მთელ საქართველოს ბარში და შემდგომ კი – მთაში.
   
       ისტორიული კედლის მხატვრობის მიხედვით ჩოხა ძირითადად იყო ერთი გრძელი (კანჭებამდე) და წელში გადაკერებული, მეორე კი – მოკლე (მუხლებამდე) და მთლიანი. ჩოხა წელში გაწყობილი იყო, კალთები კი განიერი ჰქონდა, სახელოები ვიწრო, მაჯები – მოჭერილი. გრძელი კაბა უსაყელო იყო, მოკლეს კი პატარა საყელო ჰქონდა, ისიც წინიდან. საერთოდ, ქართულ ტანსაცმელს არ ახასიათებდა მაღალი საყელო. ძველი ქართული ჩოხა არა მარტო თავისი თარგით, არამედ მეტად თავისებური შემკულობითაც (ოქრომკედით, ძვირფასი ბეწვით და ა. შ) გამოირჩეოდა.


      XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელდა ჩერქეზული ტიპის თარგით შეკერილი ჩოხა-ახალუხი, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. აღმოსავლეთ საქართველოში ჩერქეზული ტიპის ჩოხა-ახალუხი იმერეთიდან გავრცელდა. ძველად იმერეთისთვის დამახასიათებელი იყო მოკლე ჩოხა. ამასთან დაკავშირებით რაფიელ ერისთავი წერდა – „იმერლები ახალუხს ზემოთ მოკლე ჩოხებს ატარებდნენ, წვივებზე შალის პაიჭებს, რომლებსაც ლეკვერთხებით იკრავდნენ, თავზე სარჩულდადებული ფაფანაკი ეხურათ“. ზოგჯერ იმერეთში გვხდება ჩერქეზული ტიპის სამოსი, ნაბადი და ყაბალახი, მაგრამ მათ ეს ჩერქეზებისა ან აფხაზებისაგან აქვთ გადმოღებული. 

 საქართველოში ჩოხა ხმარებიდან ამოვიდა მე–20 საუკუნის 20–იანი წლების შემდეგ.

ჩოხა ყოველთვის სიძლიერის, სიმამაცის, პატრიოტიზმის სიმბოლოდ ითვლებოდა.

No comments:

Post a Comment